საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ისრაელის საელჩოსთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
როგორც მან დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისსხლის სამართლის საქმე.
შეგახსენებთ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა გუშინ ისრაელის საელჩოს თანამშრომლის რომან ხაჩატურიანის პირად ავტომანქანაზე აღმოაჩინეს. მანანა მანჯგალაძის თქმით, ხაჩატურიანი საქართვეოს მოქალაქეა და ის ისრაელის საელჩოში მუშაობს მძღოლად.
ისრაელის მხარის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ჰესბოლას უკავშირდება.