ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მსოფლიო რეიტინგში ახალი პირადი რეკორდი დააფიქსირა - იგი 100 000 საპრიზოს მქონე მიდლენდის ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა და რეიტინგში სამი პოზიციით წაიწია.
ტატიშვილი ახლა ოფიციალურ რეიტინგში მსოფლიოს 77-ე ჩოგანია და ეს მაჩვენებელი ქართულ ქალთა ჩოგბურთში ლეილა მესხის შემდეგ, საუკეთესოა.
ტატიშვილს ამ კვირაში კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 220-ათასიან ტურნირზე უნდა ეთამაშა, მაგრამ ცუდად ყოფნის გამო განაცხადი გამოიტანა. შემდეგ კვირაში ის სავარაუდოდ აშშ-ს ქალაქ მემფისში ასეთივე საპრიზოს მქონე ტურნირზე ითამაშებს.