ესპანეთთან 18:25 წაგების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში რეგრესი განიცადა და ერთი პოზიცია დაკარგა. „ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასის დასაწყისს მე-14 ადგილზე შეხვდნენ, სასტარტო თამაშის წაგების შემდეგ კი ქულები დაკარგეს და იაპონიის ნაკრები წინ გაუშვეს. საქართველოსთვის ყველაზე მაღალი ადგილი მე-13 ყოფილა, სადაც 2008 წელს იმყოფებოდა.
თავის მხრივ ესპანეთმა საქართველოსთან მოგების შემდეგ მნიშვნელოვნად წინ წაიწია, რამდენიმეწლიანი ინტერვალის შემდეგ ოცეულში შევიდა და მე-19 ადგილი დაიკავა. IRB-ს მსოფლიო რეიტინგში ამ კვირაში სხვა ცვლილება არ მომხდარა, რადგან ამჟამად მიმდინარე ექვს ერზე ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა.
1 (1) ახალი ზელანდია 91.43
2 (2) ავსტრალია 87.99
3 (3) საფრანგეთი 84.70
4 (4) სამხრეთ აფრიკა 84.34
5 (5) ინგლისი 82.81
6 (6) უელსი 81.15
7 (7) არგენტინა 80.28
8 (8) ირლანდია 79.25
9 (9) ტონგა 76.63
10 (10) სამოა 75.81
11 (11) შოტლანდია 75.30
12 (12) იტალია 73.53
13 (13) კანადა 72.92
14 (15) იაპონია 70.45
15 (14) საქართველო 69.32
16 (16) ფიჯი 68.78
17 (17) აშშ 65.63
18 (18) რუმინეთი 64.21
19 (22) ესპანეთი 62.10
20 (20) რუსეთი 61.69