კატალონიური "ბარსელონას" ფეხბურთელი, ხერარდ პიკე, საავტომობილო ავარიაში მოყვა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა, როდესაც კლუბი ლევერკუზენში აპირებდა გამგზავრებას. პიკე მსუბუქად დაშავდა. მანქანა დაზიანდა და პიკეს ტაქსით მოუხდა აეროპორტში მისვლა, რათა რეისზე არ დაჰგვიანებოდა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მორიგ მატჩს, 14 თებერვალს, ლევერკუზენში გამართავს, სადაც ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდება.