11-12 თებერვალს ევროპის ექვსი ერის თასზე არასრული ტური გაიმართა. პარიზში საფრანგეთსა და ირლანდიას შორის გასამართი შეხვედრა უამინდომის გამო გადაიდო. ჩაშლის პირას იყო რომში იტალიასა და ინგლისს შორის მატჩი, რომელიც მოედნის გადათოვლის შემდეგ მაინც შედგა. აუტსაიდერი იტალია 15:6 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ინგლისმა 19:15 იმარჯვა. კარდიფში უელსმა 27:13 დაამარცხა შოტლანდია. ამ თამაშში ორი ლელო, სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა უელსელთა მცველმა ლეი ჰალჰპენმა.
ორი ტურის შემდეგ უელსსა და ინგლისს ორ-ორი მოგება აქვთ, შოტლანდიასა და იტალიას კი ორ-ორი მარცხი.