დევისის თასზე მერვედფინალური მატჩები ჩატარდა, სადაც მცირე სენსაცია დაფიქსირდა: შვეიცარიის ნაკრებმა, სადაც მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, როჯერ ფედერერი თამაშობს, აშშ-ს ნაკრებთან უშანსოდ, 0-5 დამარცხდა. მარცხის მთავარი მიზეზი, ფედერერის განცხადებით, მისი პარტნიორი სტანისლას ვავრინკა და გაფუჭებული კორტი იყო.
„ძალიან უსწორმასწორო კორტზე მოგვიწია თამაში, ბურთი ხტოდა და რიკოშეტის მიმართულების გამოცნობა ჭირდა. ამასთან, ამერიკელებმა მაღალა დონეზე ითამაშეს, რასაც წყვილთა პაექრობაში, ჩემ პარტნიორ სტანისლას ვავრინკაზე ვერ ვიტყვი. სტანი ცუდად აწოდებდა, რაც მისი ერთეულთა მატჩში დამარცხების მთავარი მიზეი გახდა და წყვილთა დაპირისპირებაში ხელი შეგვიშალა სასურველი შედეგის მისაღწევად,"- განაცხადა მატჩის შემდეგ „მხიარულმა" როჯერმა.
მეოთხედფინალები შემდეგნარიად გადანაწილდა:
ესპანეთი -ა ვსტრია
საფრანგეთი - აშშ
ჩეხეთი - სერბეთი
ხორვატია - არგენტინა
მატჩები 6-8 აპრილს გაიმართება.