ხვალ, 14 თებერვალს, თვენახევრიანი შესვენების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა განახლდება. 14-15 თებერვალს ოთხი მერვედფინალური მატჩი გაიმართება: „ლიონი" - „აპოელი", „ლევერკუზენი"-„ბარსელონა", „ზენიტი" - „ბენფიკა" და „მილანი" - „არსენალი".
განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს დაპირისპირება იტალიაში, სადაც შარშანდელი სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ზუსტად ეს გუნდები შეხვდნენ ერთნამეთს და გამარჯვება ინგლისურ კლუბს დარჩა. ამრიგად, მილანელებს უდიდესი მოტივაცია აქვთ და სპეციალისტებიც მათ მიიჩნევენ ფავორიტებად.
მერვედფინალური სხვა მატჩები 21-22 თებერვალს გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს „ნაპოლისა" და „ჩელსის" დაპირისპირება იწვევს.