ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფებოდა საერთო თერაპიის ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. განცხადება ამის შესახებ ცხინვალის საავადმყოფოს ე.წ. მთავარმა ექიმმა მაირბეგ კოკოევმა გააკეთა.
"ალა ჯიოევას პალატაში გადაყვანა მისი საერთოი მდგომარეობის გაუმჯობესებითაა განპირობებული. მისი მკურნალობა გაგრძელდება იმისათვის მის მიერ გადატანილი ჰიპერტონიული კრიზის შედეგები აღმოიფხვრას", _ აცხადებს ექიმი.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში თავისი საარჩევნო ოფისის დარბევისა და მისი გენპროკურატურაში მოწმის სახით ძალადოვრივად წაყვანის შემდეგ მოხვდა.
ალა ჯიოევა თავს "სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად" მიიჩნევს და მიმდინარე წლის 10 თებერვალს თავისი "ინაუგურაციის" ჩატარებასაც გეგმავდა.