გუშინ გაიმართა აფრიკის თასის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს ზამბია და კოტ-დივუარი ხვდებოდნენ. სპეციალისტები კოტ-დივუარს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა - პენალტების სერიაში ზამბიამ გაიმარჯვა და თავის ისტორიაში პირველად დაეუფლა აღნიშნულ თასს.
მატჩი კოტ-დივუარის უპირატესობით მიმდინარეობდა და სახიფათო მომენტებს სწორედ ის ქმნიდა. ყველაზე აქტიური, მათი კაპიტანი დიდიე დროგბა იყო, რომელსაც არაერთხელ მიეცა თავის გამოჩენი შანსი.
მეორე ტაიმში , კოტ-დივუარის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომლის შესრულება თავად კაპიტანმა გადაწყვიტა და ბურთი კარს ააცილა.
ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. დაინიშნა დამატებით დრო, რომელიც ანალოგიურად მატჩისა, უგოლოდ დამთავრდა.
პენალტების სერიაში ზამბიელები უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ, სერიაში 8:7 გაიმარჯვეს და ნანატრი ჩემპიონობაც იზიმეს.