ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა" ვადიმ ბროვცევმა ხელი მოაწერა რეკომენდაციას, რომელიც ე.წ. პარლამენტში წარსადგენადაა გამიზნული. ბროვცევის რეკომენდაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალური პროკურორის ტაიმურაზ ხუგაევის თანამდებობიდან გადაყენებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"წინადადება უკვე გადაგზავნილია სამხრეთ ოსეთის პარლამენტში", _ იუწყება ოსური მხარე.
მათივე ინფორმაციით, მიმართვის ე.წ. პარლამენტისათვის გადაგზავნას ასევე მხარს უჭერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭო. საბჭოს სხდომა ვადიმ ბროვცევის ხელმძღვანელობით ცხინვალში ჩატარდა.