უკრაინა აგრძელებს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას და ადრე მოწოდებული ტექნიკის მომსახურეობის ვალდებულებების შესრულებას. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ზერკალო ნედელის" საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა.
„მე არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, მაგრამ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს", - განაცხადა ბარამიძემ უკრაინა-საქართველოს სამხედრო თანამშერომლობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიევი არ იზიარებს მოსკოვის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ იარაღის მიწოდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარებას გაამწვავებს.
„მოსკოვის პოზიციიას არ ითვააისწინებს თითქმის მთელი მსოფლიო საზოგადოება. დიდება უფალს, რომ უკრაინა დანარჩენი მსოფლიოს მხარესაა", - აღნიშნა ვიცე-პრემირრმა.