„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ოსასუნასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ოსასუნამ პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. გაშვებული ორი გოლის შემდეგ, ჩვენთვის ძალიან ძნელი იყო ორი ბურთის გაბათილება. პამპლონელები სწრაფად შეეგუენ გაყინულ მინდვრის საფარს, რამაც მატჩის შედეგზე თავისი გავლენა მოახდინა,"-განაცხადა გვარდიოლამ.
„ბარსელონას ჩამორჩენა „რეალთან" შვიდი ქულაა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდელები თავის მატჩს მოიგებენ და მატი უპირატესობა უფრო გაიზრდება, რომლის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება,"-დაასრულა პეპმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ" „ოსასუნასთან", რომელსაც პირველ წრეში დიდი ანგარიშით 8:0 მოუგო, 2:3 დამარცხდა, რაც კატალონიელთა რიგით მეორე მარცხი აღმოჩნდა ჩემპიონატში.