ყველაფერი რაც დღეს "რესპუბლიკაში" ხდება კანონის ჩარჩოებში იმყოფება, მათ შორის სიტუაციაც ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას ირგვლივ. ეს განცხადება ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა" ვადიმ ბროვცევმა გააკეთა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერი "ავად გახდა და მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადის". ბროვცევი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არიან ძალები, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზება სურთ.
"ჩვენ ამას აქტიურ წინააღმდეგობას გავუწევთ. რესპუბლიკაში მხოლოდ ერთი ხელისუფლება უნდა არსებობდეს. იგი უნდა იყოს მკაცრი და ამავე დროს სამართლიანი. უბრალოდ უნდა ვიმუშავოთ. პარლამენტმა მიიღო დადგენილება საპრეზიდენტო არჩევნების 25 მარტს ჩატარების შესახებ და მე როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნები დემოკრატიულად და მაქსიმალურად გამჯვირვალედ ჩატარდეს", _ აცხადებს ბროვცევი.
მასალის გამოყენების პირობები