გუშინ ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მანჩესტერელთა ფორვარდმა, უეინ რუნიმ, სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუტანა ლივერპულს და მატჩს ინტრიგა მოუკლა.
გაშვებული გოლების შემდეგ, „ლივერპული" გააქტიურდა და სახიფათო მომენტების შექმნაც მოახერხა.
მე-80 წუთზე სუარესმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა სტუმრებს დრო აღარ ჰქონდათ დარჩენილი ანგარიშის გასათანაბრებლად.
ამ გამარჯვებით, „მანჩესტერმა" რევანში აიღო იმ მარცხისთვის, რომელიც მან ინგლისის თასზე „ლივერპულთან" განიცადა. მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, „იუნაიტედს" 58 ქულა დაუგროვდა და 1 ქულით უსწრებს თანაქალაქელ „სიტის", რომელიც დღეს მართავს თავის მატჩს „ასტონ ვილასთან".