საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩი, ესპანეთის ნაკრებთან, მარცხით დაიწყო.
„ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ითამაშეს და დაცვის უამრავი შეცდომის შედეგად 8-18 დამარცხდნენ.
მეორე ტაიმში ქართველები გაქტიურდნენ და ორი ლელო დაუდეს ესპანეთს, თუმცა კვირიკაშვილმა ორივე რეალიზაცია არაზუსტად შეასრულა. საბოლოოდ, საქართველოს ეროვნულმა მორაგბეთა ნაკრებმა 18:25 წააგო და მხოლოდ სარეიტინგო, პრემიალურ ერთ ქულას გამორჩა.