დღეს, 11 თებერვალს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, EXPO GEORGIA-ს ტერიტორიაზე, მეექვსე პავილიონში, სპორტული კლუბის "სპორტი ნათელ მხარეზე" ფარგლებში, "ბილაინის" აბონენტებს შორის მაგიდის ჩოგბურთის ტურინირი მოეწყობა.
.
ბილაინმა და სამოყვარულო სპორტის ფედერაცია " სპორტი ყველასათვის" სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამოყვარულო სპორტულ კლუბი ჩამოაყალიბესა. სპორტულ კლუბში გაწევრიანება თავისუფალია ბილაინის ნებისმიერი აბონენტისათვის, წევრად გახდომა ბილაინის ოფიციალური ფესბუქის გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.
სპორტული კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა სპორტული აქტივობების დაგეგმვით, იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც სპორტი არ არის პროფესიული საქმიანობა და იმ ძველი ქართული სპორტული სახეობების აღდგენა, რომელიც ამ ეტპაზე მივიწყებული ან ნაკლებად პოპულარულია.
სპორტული კლუბის ფარგლებში, 2012 წლის იანვრიდან გამოქვეყნდება ერთწლიანი სპორტული კალენდარი, სადაც ყველა იმ სპორტული აქტივობის ჩამონათვალი იქნება, რომელშიც მონაწილეობა ბილაინის ნებისმიერ აბონენტს შეეძლება, ბილაინის სპორტულ კალენდარში მოხვდა ისეთი უძველესი ქართული სპორტის სახეობები, როგორებიცაა ჭაკუნობა, საყრებურთი, ჭოროლა, ჯილდაობა.
"ბილაინის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეძღვნება.დინამიური ზრდის პარალელურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა აქციებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიღოს. ჩვენი მიზანია უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სახალისო სპორტულ აქტივობებში, გარდა ამისა ჩვენ აღვადგენთ მივიწყებულ ქართულ სპორტულ სახეობებს და მათ პოპულარიზაციას მოვახდენთ როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ ", - აცხადებს ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თეონა ბაღდავაძე.
"მოხარული ვართ, რომ კომპანია ბილაინი შემოუერთდა ისეთ საჭირო და პრიორიტეტულ მიმართულებას რასაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ეწოდება. დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ჩავუყრით საფუძველს",- აცხადებს ფედერაცია "სპორტი ყველასათვის " ხელმძღვანელი თენგიზ გაჩეჩილაძე.
"სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარს უჭერს ახალი სპორტული კლუბის ჩამოყალიბებას. ბილაინის სპორტული კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი", - აცხადებს სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარე ირაკლი სამყურაშვილი.