საკალათბურთო გუდი "კანტუ" თელ-ავივში "მაკაბისთან" დამარცხდა და ეს ობიექტურად მოსალოდნელიც იყო, თუმცა აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებულია ქართველი გულშემატკივრებისთვის და, რა თქმა უნდა, გიორგი შერმადინისთვის. "კანტუს" ქართველმა ცენტრმა კარიერაში პირველად ევროლიგის მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. შერმადინმა თელ-ავივში იმდენად შედეგიანად ითამაშა, რომ ევროლიგის მეოთხე ტურში საერთო სარგებლიანობის ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა.
შერმადინის შედეგიანობას ისიც ემატება, რომ მას ტურში საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად 30 წუთიც არ დასჭირვებია. გიორგი მოედანზე 29,22 წუთს იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში პირად ანგარიშზე, 15 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა.
კანტუმ შეხვედრა 60:75 წააგეს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ. მომავალი შევედრა, 23 თებერვალს, ჯგუფის ლიდერთან, "ბარსელონასთან" უწევთ.