ხვალ, 11 თებერვალს, სამბოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. ქვეყნის ჩემპიონობისა და პრიზიორობისთვის სპორტკომპლექს არენაში სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელი 200-მდე სპორტსმენი იბრძოლებს. შეჯიბრება 9 წონით კატეგორიაში გაიმართება.
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ორთაბრძოლები კი 17:00 საათიდან.
როგორც სამბოს ფედერაციაში აცხადებენ, საქართველოს ჩემპიონატი მაისში მოსკოვში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპად განიხილება.