ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა რეანიმაციაში რჩება და მისი მდგომარეობა მძიმეა. მან გონება კვლავ დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ალა ჯიოევას პრესსამსახურის უფროსი ვიოლეტა დასაევა ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბის შტურმის დროს თავად ოპოზიციის ლიდერი, მისი მეუღლე და ძმა სასტიკად იქნენ გალახულნი ძალოვანების მიერ. ამას გარდა, მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა შტავბის დარბევის დროს პროცესორები და დოკუმენტაცია წაიღეს.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევა დღეს, 10 თებერვალს თავისი "ინაუგურაციის" ჩატარებას გეგმავდა. გუშინ მის შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, რომლებმაც შტაბი დაარბიეს და იქ მყოფ ადამიანებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.