„ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი, ტომი სმიტი, მზად არის თავისი ჯილდოები გაყიდოს. მისი ეს გადაწყვეტილება გუნდის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი იყო. სმიტის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი ფინანსების მიღებით იყო გამოწვეული.
„მე შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა მქონდა „ლივერპულში". ის მოგონებები, რომელიც მე გუნდთან მაკავშირებს უფრო მეტია, ვიდრე ის ჯილდოები, რომლებიც მოპოვებული მაქვს ინგლისში თამაშისას. მე ვბერდები და ფულს უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩემთვის, ვიდრე ჯილდოებს. პირველ რიგში მინდა, ჩემს ოჯახს დავეხმარო,"- განაცხადა 66 წლის სმიტმა.
ტომი სმიტი ლივერპულში 1960-1978 წლებში თამაშობდა და ჩატარებულ 638 მატჩში 48 გოლი გაიტანა. მას „ლივერპულთან" ერთად მოპოვებული აქვს ინგლისის ჩემპიონობა, უეფას თასი, ინგლისის თასი და ევროპის თასი. ჯილდოები აუქციონზე იქნება გამოფენილი და ექსპერტების აზრით, მისი საერთი ღირებულება 140 ათასს ევროს შეადგენს.