„ბარსელონას" ფეხბურთელი, ხერარდ პიკე მიიჩნევს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, მოტივირებულია ისე, როგორც არასდროს.
„მე ვხედავ, რომ ჩვენს მწვრთნელს უფრო დიდი მოტივაცია აქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის გუნდში მოვიდა. ეს ბევრი რამის შესახებ მეტყველებს. მისი მოსვლიდან გუნდში, ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს პროგრესი. დღევანდელი „ბარსელონა" უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ოთხი წლის წინ", - განაცხადა პიკემ.
„ბარსელონა" წელს სამი ტურნირზე იბრძვის ტიტულის მოსაპოვებლად - ესპანეთის ჩემპიონატი, სადაც მეორე ადგილზეა და მადრიდის „რეალს" 7 ქულით ჩამორჩება , ესპანეთის თასის ფინალი „ბილბაოსთან" და ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალური დაპირისპირება „ლევერკუზენთან".