ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატს ალა ჯიოევას, რომელიც ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, გონება დაუბრუნდა.
რუსეთის სააგენტოების ინფორმაციით, ჯიოევას მდგომარეობა მძიმეა, "თუმცა ის ამჟამად ადეკვატურია და მის გვერდით მეუღლე იმყოფება".
"ჯიოევა უჩივის ტკივილს მთელ სხეულში", - აცხადებენ ექიმები.
ამავდროულად, რუსული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, ჯიოევას სხეულზე ტრამვების ნიშნები არ აღენიშნება, სხვა მედიასაშუალებები კი წერენ, რომ მას ექიმებმა თავის ტვინის ინსულტი დაუდგინეს.
შგახსენებთ, რომ ალა ჯიოევა დღეს 10 თებერვალს ინაუგურაციას გეგმევდა. გუშინ მის შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, რომლებმაც შტაბი დაარბიეს და იქ მყოფ ადამიანებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.