ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვერ გამართვას.
ესპანური პრესის ცნობით, ამის მიზეზი სტადიონის მფლობელის, მადრიდის "რეალის" წარმომადგენლების გადაწყვეტილებაა, რომელთაც არ სურთ, ეს მატჩი საკუთარ არენაზე იხილონ.
აღსანიშნავია, რომ ფინალში გასულ "ბილბაოსა" და "ბარსელონას", თამაში სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურდათ. ბასკები ვარაუდობდნენ, რომ მადრიდში მათი გუნდის გულშემატკივრები ადვილად შეძლებდნენ მისვლას. ამასთან, სტადიონზე მისული "რეალის" ფანებიც მათი მხარდამჭერები იქნებოდნენ და "შინაური" ატმოსფერო შეიქმნებოდა. თავის მხრივ, კატალონიელებს სურდათ, რომ თასის აღება პრინციპული მეტოქის არენაზე ეზეიმათ.
სწორედ ამ უკანასკნელის სურვილი, დიდი ალბათობით, "რეალის" ხელმძღვანელთა მხრიდან უარის თქმის მთავარი მიზეზი გახდა.