8 თებერვალს იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმრათა, სადაც ერთმანეთს "მილანი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:1. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი მატჩი წავაგეთ. მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. იუვენტუსთან მარცხი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და ვირწმუნოთ ჩვენი ძალები. გუნდს ტრავმების ეპიდემია აქვს, რის გამოც ბევრი პრობლემა შეგვექმნა. განმეორებითი მატჩისთვის მაქსიმალურად მომზადებულები ვიქნებით და ფინალში გასვლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", -განაცხადა ალეგრიმ.