18 და 19 თებერვალს გუდაური FIS-ის კალენდარულ შეჯიბრებას უმასპინძლებს. გუდაურში, სნოუბორდერთა შეჯიბრებაზე თავს 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მოიყრის.
მონაწილეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი, სლოვენიელი როკ ფლენდერიცაა. FIS-ის კალენდარული ეტაპის დროს შეჯიბრება როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის 1PGS და 1PSL სახეობებში გაიმართება. ტურნირს FIS-ის სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანელი პიტერ კრიოგელიც დაესწრება. ასპარეზობა გუდაურში საღამოს საათებში განათებულ ტრასაზე გაიმართება.