საქართველოდან აფხაზეთის ტერიტორიაზე თანხების გადარიცხვის აკრძალვა სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერაა შემოღებული და სეპარატისტების განცხადებით განპირობებულია იმით, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეკრულება არ არსებობს.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრთან ლეონიდ ლაკერბაიასთან შეხვედრისას განსახილველად საქართველოს მოქალაქეების მიერ აფხაზეთში მაცხოვრებელი ნათესავებისათვის ფულადი გადარიცხვის აკრძალვის შესახებ საკითხი დააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს აკრძალვა აფხაზეთის ბანკის მიერაა შემოღებული.
"საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვა აფხაზეთის ბანკის მიერ არის დაწესებული და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ხელშეკრულების არარსებობით, საქართველოს ბანკის მიერ თავისუფალ ოპერაციებზე აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის რეზიდენტ-სუბიექტებისათვის დაწესებული საქციებითაა განპირობებული, რომლებიც მიმართულია მათი კონტრაქტებსა და კონტრაგენტების წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ს ზონაში, როგორც ზომა რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორიზმისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახრების წინააღმდეგაა მიმართული", - განმარტავს აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკი.