აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ მალე გაიზრდება. ეს განცხადება ანქვაბმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან ფილიპ დიმიტროვთან სოხუმში გამართული შეხვედრისას გააკეთა. დიმიტროვი აფხაზეთში დელეგაციასთან ერთა ჩავიდა.
"იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ - გაიზრდება. ჩვენ ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ განვვითარდებით თავადაც და რუსეთის დახმარებითაც და იმ ქვეყნების დახმარებით, რომლებიც ჩვენ გვიჭერენ მხარს", _ აცხადებს ალექსანდრე ანქვაბი.