"გთხოვთ, ნუ გვასწავლით, როგორ ვიცხოვროთ. ევროპელმა დიპლომატებმა ცუდად იცით აფხაზეთის ისტორია. ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობით არ ვვაჭრობთ ", - განუცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს ფილიპ დიმიტროვს შეხვედრისას.
დიმიტროვი აფხაზეთში დელეგაციასთან ერთა ჩავიდა. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ მას ანქვაბთან თანამშრომლობის შესახებ საუბრის გამართვა სურდა.
"შეიძლება დაბრმავდე კიდეც საერთაშორისო დიპლომატიის ბრწყინვალე იდეებით, მაგრამ ისინი აფხაზეთს არ უხდებიან. გთხოვთ,ნუ გვასწავლით, როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ თანასწორუფლებიან დიალოგსა და ცივილიზებულ ურთიერთობებს ვემხრობით", _ განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის თანამშრომლობა ევროსატრუქტურებთან შესაძლებელია, მაგრამ "საქართველოს მეგობრები უნდა შეეშვან იდეას ე.წ. ჩართულობისა აღიარების გარეშე".
"ამაზე დროს ტყუილად ნი ხარჯავთ. შეუძლებელია ჩვენ არ გვაკვირვებდეს საერთაშორისო დიპლომატების ერთნაირი ტონი და ტექსტი. ჩვენ უკვე დავიღალეთ მსგავსი დიპლომატიური მანერისგან. ასე თუ გაგრძელდა, დიალოგში არავითარი აზრი არ არის", - განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.