დონეცკის "შახტარის" თავკაცის, მირჩა ლუჩესკუს თანაშემწე ალექსანდრ სპირიდონის განაცხადებით, დავით თარგამაძე ზაფხულამდე "ილიჩივეცში" ითამაშებს. გეცოდინებათ, როცა უკრაინის საუკეთესო კლუბმა თარგამაძე შეიძინა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ "ილიჩივეცში" გაენათხოვრებინა, თუმცა შემდეგ ესპანურ შეკრებაზე წაიყვანა და იქ ქართველმა ტესტ-მატჩში გოლითაც გამოიჩინა თავი.
„თარგამაძემ თავისი არაორდინალურობა და ინდივიდუალური თვისებები გვაჩვენა, თუმცა 10 დღე არაა საკმარისი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომაც, დავითი ბოლო შეკრებას "ილიჩივეცში" გაივლის და ზაფხულამდე ჩვენ მას სწორედ მარიუპოლის კლუბში დავაკვირდებით,"-განაცხადა სპირიდონმა.
"შახტარს" ესპანეთში არ ახლდა ლუჩესკუ, რომელიც რუმინეთშია, შეუძლოდ გახლავთ და ექიმების რჩევით, სახლიდან გასვლა აკრძალული აქვს.