ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება გახდა: ფედერაციამ ჯონ ტერის ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვა, რომელსაც ბრალი რასიზმში ედებოდა.
ფაბიო კაპელომ განაცხადა ის მიზეზები, რის გამოც მან მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
„ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება ჩემი ავტორიტეტის შემლახველია. მათთვის გუნდის მიკროკლიმატი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაკრების მწვრთნელის ავტორიტეტი. ადამიანი მანამდე არ არ არის დამნაშავე, სანამ ბრალეულობა არ დაუმტკიცდება, მაგრამ ფედერაცია უარყოფენ ამ პუნქტს. ჩინოვნიკები გუნდში პრობლემებს ქმნიან. ასეთ სიტუაციას ვერასოდეს ვითმენდი და ამჯერადაც არ ვაპირებ მოთმენას,"- განაცხადა ფაბიო კაპელომ.
შეგახესენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ინგლისის ნაკრებს 2008-2012 წლებში თავკაცობდა. ინგლისის ნაკრები წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს ფაბიო კაპელოს გარეშე ჩაატარებს.