ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს, ლეო მესის პატივსაცემად, არგენტინაში ღვინოს გამოუშვებენ. ორი თვის შემდეგ მესის სახელი ღვინის ბოთლის ეტიკეტზე იქნება დაბეჭდილი. ამის შესახებ მენდოსას პროვინციის მეღვინეება განაცხადეს.
ეს რაიონი მესის მშობლიური ქალაქის, როსარიოს მახლობლად მდებარეობს. ალკოჰოლურ სასმელს სახელად "ლეო" ერქმევა. ღვინის წარმოება ლეო მესის საქველმოქმედო ფონდის "Leo Messi Foundation"-ის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი დახმარება არ არის ფეხბურთელის მხრიდან: მესის ფონდმა დააფინანსა სპორტული კომპლექსისა და სამედიცინო ცენტრის მშენებლობა როსარიოში.