გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან არაფერია გამორიცხული.
"სააკაშვილმა ის ქნას, რაც უნდა. არჩევნების შედეგებს არ დავთმობ. 63 პროცენტმა, რომელმაც არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას დაუჭირა მხარი ჩვენ მოგვცა ხმა. სააკაშვილმა ვერ შეძლო 7 ნოემბერს ქართველი ხალხის დაშინება და თავისი სპეცრაზმით უკვე ვეღარავის დააშინებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე", - განაცხადა ხაინდრავამ.