ცენტრალური საარჩევო კომისია გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების შეჭრას ცესკო-ს თავმჯდომარის სამუშოა კაბინეტში ზეწოლის კვალიფიკაციას აძლევს.
ცესკო-ს პრესსპიკერის, ირაკლი ფორჩხიძის განცხადებით, ეს იყო ქმედება, რომელიც არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება.
"მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს იმოქმედონ სამართლებრივ ფარგლებში. ოპოზიციის მხრიდან გაისმა საკმაოდ სერიოზული ბრალდებები და ცესკო მზად არის უპასუხოს თითოულ მათგანს, მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება ოფიციალური დოკუმენტაცია. მათ მოახდინეს მხოლოდ გაურკვეველი დოკუმენტაციის დემონსტრირებას და სამწუხაროდ არ მოგვცეს საშუალება ჩვენც გავცნობოდით და განგვეხილა", _ განაცხადა ირაკლი ფორჩხიძემ.
მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება, როპმელსაც იღებს ცესკო, მიღებულია მათი
წარმომადგენლების მონაწილეობით.