"საქართველო დიდ პოლიტიკური თამაშში მხოლოდ პაიკია და რუსეთთან მისი ურთიერთობა დამოკიდებულია შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე", _ ეს განცხადება რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების თემა დიდ როლს არ თამაშობს. "მთავარია, გაარკვიონ, რომელ მხარეს რა სურს", _ აცხადებს ხუბუტია.
რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც ეხება და აცხადებს, რომ საქართველოში კორუფცია აღარ არის, ვითარდება ტურიზმი და შენდება გზები, რაც ფაქტია.