ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩი" რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს.
"ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იგი მიღებულია. ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები. ჩვენ ერთობლივი ძალებით დავამყარებთ წესრიგს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მედოევმა თავისი კანდიდატურის წარმდგენ საინიციატივო ჯუიფის წევრებთან შეხვედრისას.
სულ ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკოში" 12 საინიციატივო ჯგუფია არეგისტრირებული, რომლებმაც კანდიდატები უნდა წარადგინონ.
განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წლის 25 მარტს უნდა ჩატარდეს.