თანამედროვეობის ერთ-ერთ უძლიერეს ველომრბოლელს, ალბერტო კონტრადორს, საბოლოოდ დაუმტკიცდა დოპინგის მიღება და ჩამოერთვა ბოლო დროს მოპოვებული ტიტულები - 2010 წლის ტურ დე ფრანსის და 2011 წლის ჯირო დიტალიის ჩემპიონობა. ამას გარდა ის ორწლიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა, რაც წლევანდელი ორი დიდი შეჯიბრის - ტურ დე ფრანსის და ლონდონის ოლიმპიადის გამოტოვება მოუწევს.
ესპანელ ველომრბოლს აკრძალული სტიმულატორი - კლენბუტეროლი 2010 წელის ტურ დე ფრანსის მსვლელობისას აღებულ დოპინგ-სინჯში აღმოაჩნდა. განმეორებითმა ტესტმაც იგივე შედეგი აჩვენა, თუმც მას საბოლოო განაჩენი 2012 წელსღა გამოუტანეს, რადგან კონტადორი ესპანეთის ველოსპორტის ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად იცავდა თავს.
2012 წლის 6 თებერვალს დამტკიცებული 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ძალაში შევიდა 2010 წლის აგვისტოში და ამგვარად ის 2012 წლის აგვისტომდე მოქმედებს და კონტადორს მაინც უწევს როგორც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მრავალდღიანი ველოტურის, ასევე ოლიმპიადის გამოტოვება.
ტურ დე ფრანსის 2007 და 2009 წლებშიც მომგებ კონტადორს პრესაში ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. მას მანამდე ნათქვამი აქვს, რომ ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში საერთოდ წავა ველოსპორტიდან.
2010 წლის ტურ დე ფრანსის ჩემპიონობა გადაეცა მაშინ მეორე ადგილზე გასულ ლუქსემბურგელ ენდი შლეკს, ხოლო 2011 წლის ჯირო დიტალიის ჩემპიონობა მიკელე სკარპონის.
მასალის გამოყენების პირობები