ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას არ გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"უკვე ჩავატარე რამდენიმე შეხვედრა და კონსულტაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა და საზოგაოდებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან. შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე, შემიძლოა ვთქვა: თუ შეგროვდება საინიციატივო ჯგუფი და მომმართავს წინადადებით, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად ვიყარო კენჭი, დავთანხმდები", _ აცხადებს მედოევი.
ამავდროულად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცესკომ უკვე დაადასტურა, რომ მან მიიღო შეტყობინება: მალე მედოევის მხარამჭერი საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბება და მას ე.წ. პრეზიდენტის კანდიდატად წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან დიმიტრი მედოევი ე.წ. ელჩია რუსეთის ფედერაციაში. მანამდე რუსეთის ე.წ. წარმომადგენელი იყო. მანამდე კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საგარეო საქმეთა მინისტრის" თანამდებობაზე მუშაობდა.