რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სამხედრო ბაზები ისე გააძლიერა, რომ მათ ძალუძთ "განუზომელი დარტყმა" მიაყენონ ნებისმიერ აგრესორს და საქართველოში ეს კარგად ესმით. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
"ახლა ბაზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ძალუძთ ყველაზე მძლავრად დაიცვან ეს ორი მცირე სახელმწიფო და შესაბამისად რუსეთის ინტერესები. იქ საკმარისი შეიარაღებაა იმისათვის, რომ ნებისმიერ დამპყრობელს განუზომელი დარტყმა მიაყენონ. მათ ეს ესმით, უგნურ პრეზიდენტ სააკაშვილსაც კი ესმის ეს", _ განაცხადა მედვედევმა თავისი მომხრეების საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე.