გუშინ ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი ლონდონში შედგა, სადაც ერთმანეთს „ჩელსი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. გულშემატკივარმა მოედანზე ბრწყინვალე სანახაობა იხილა. გუნდებმა ექვსი გოლი აჩუქეს მაყურებელს.
მატჩი სტუმრების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლებიც ახორციელებდნენ საკმაოდ სახიფათო იერიშებს. პირველი გოლი, ევანსმა გაიტანა საკუთარ კარში და პირველი ტაიმიც ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში კიდევ ორი გოლი გაიტანეს „ჩელსის" ფეხბურთელებმა და ყველას ეგონა, რომ მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდებოდა. თუმცა მანჩესტერელებს მხსნელად მსაჯი, ჰოვარდ ვები, მოევლინა, რომელმაც სტუმრებს ორი საეჭვო 11-მეტრიანი აჩუქა, რომელიც, უეინ რუნიმ ზუსტად შეასრულა. მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე კი ხავიერ ერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის შემდეგ, მანჩესტერ იუუნაიტედის დორვარდმა, უეინ რუნიმ მცირე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი მატჩის შემობრუნება მოვახერხეთ. მადლობელი ვარ, რომ მსაჯმა ორი პენალტი დანიშნა ჩვენს სასარგებლოდ, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდი მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა."