ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IFFHS) ბოლო 21 წლის საუკეთესო მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა. სულ 191 სპეციალისტია, რომლებსაც სხვადასხვა პოპულარული გამოცემებისგან საუკეთესოთა სიაში შესვლის (გამოკითხვებით) პატივი რგებიათ. 166-ე პოზიციაზეა თემურ ქეცბაია - საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი.
რეიტინგშია "ჯვაროსნების" ორი ყოფილი მწრთნელი: არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი 42-ე პოზიციაზეა, ხოლო გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი - 70-ეზე.
საუკეთესოა "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი მწვთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელსაც ლონდონის "არსენალის" ფრანგი თავკაცი არსენ ვენგერი და მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ხელმძღვანელი ჟოზე მოურინიუ მოჰყვებიან.