სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გასული წლის 13 ნოემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე ერტ ერთი ე.წ. კანდიდატი, კრემლის რჩეული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიყუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ხელახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება ამის შესახებ ბიბილოვმა დღეს ცხინვალში გააკეთა.
"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ განმეორებით არჩევნებში ჩემი კანდიდატურის დაყენებას, იმის გამო, რო მივცე საშუალება ჩვენს მოქალაქეებს თავი აარიდონ დაპირისპირებას და თავისი არჩევენი მშვიდ ვითარებაში გააკეთონ", _ აცხადებს ბიბილოვი და აღნიშნავს, რომ 13 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მისი თვითმიზანი არ ყოფილა.
"საპრეზიდენტო თანამდებობას მე განვიხილავდი ისე, რომ ეალიზება მომეხდინა ჩემი იდეებისა და ჩემი ხედვისა იმასთან დაკავშირებით, რომ კონსოლიდირება მომეხდინა ჩვენი ხალხისა და მათი ცხოვრება უკეთესი გამეხადა",_ აცხადებს ბიბილოვიდა აღნიშნავს, რომ ყველაფერმა კი რაც ამის შემდეგ მოხდა "ხელი შეუწყო ჩვენი საზოგადოების ორ ნაწილად გახლეჩვას".
"სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს იყო მიახლოეული და თითქმის სისხლისღვრამდეც მივიდა. ყველაფერი ეს კი ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს და ართულებს უდიდეს რუსეთთან ურთიერთობებს. ამასთან ერთად, ყოველივე ეს პირდაპირი საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის", _ აცხადებს ბიბილოვი.
ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, ანატოლი ბიბილოვმა 13 ნოემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ყველა კანდიდატს მისი მაგალითის გადაღებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი იმ ე.წ. არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი უარს იტყვის მიმდინარე წლის 25 მარტს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
შეგახსნებთ, რომ ანატოლი ბიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გასული წლის 13 ნოემბეს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მეორე ტურში გავიდა. მეორე ტურის შედეგად კი კანდიდატ ალა ჯიოევასთან დამარცხდა. თუმცა, იმის გამო, რომ კრემლის რჩეული ბიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტი" ვერ გახდა, არჩევნები საერთოდ გააუქმეს და ხელახლა დანიშნეს. მიუხედავად ამისა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ თავი "კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად" გამოაცხადა და თავისი ე.წ. ინაუგურაცია მიმდინარე წლის 10 თებერვლისათვის დანიშნა.