ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, ჯონ ტერის, ეროვნული ნაკრების კაპიტნობის სამკლავური ჩამოერთმევა.
ფედერაციის პრეზიდენტ დევიდ ბერსტეინის მიერ თავის კოლეგებთან დისკუსიის შემდეგ მიღებული საერთო გადაწყვეტილებით, 31 წლის ტერი მომავალში ნაკრების კაპიტანი აღარ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ივნისში, "ჩელსის" მცველი, სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ბრალი ედება რასისტული საქციელი, რომელიც "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ფეხბურთელის, ანტონ ფერდინანდისადმი ჩაიდინა. თავის მხრივ, ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ჯონ ტერი. პრეზიდენტი ბერსტეინი შეხვდება ნაკრების თავკაცს, ფაბიო კაპელოს, რის შემდეგაც, კვირის ბოლომდე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება.