"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ არ დამალა უკმაყოფილება, რომელიც "ბარსას" მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებში მსაჯობის დაბალი დონით იყო გამოწვეული.
"ჩვეულებრივ, თავს ვიკავებ ასეთი განცხადებების გაკეთებისგან, მაგრამ ამ დოისთვის შექმნილი სიტუაცია ძალიან მაშფოთებს. მსაჯობის დონე ესპანეთში ძალაინ დაბლია", - განაცხადა როსელიმ.
"მიუხედავად ამ პრობლემისა, "ბარსელონა" შესანიშნავად ატარებს წლევანდელ სეზონს. ჩვენ მოვიპოვეთ სამი ტიტული და გაჩერებას არ ვაპირებთ", - დასძინა "ბარსელონას" პრეზიდენტმა.
როსელიმ კომენტარი გააკეთა გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებითაც.
"იმედი მაქვს, ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. მსურს პეპს დაველაპრაკო, რათა სამომავლო ურთიერთობების დეტალები განვიხილოთ", - განაცხადა მან.