ამერიკის ახალი ანტისარაკეტო სისტემის ჩამოყალიბებაში ნატო უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამის შესახებ განცხადება ნატოს გენმდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში გააკეთა.
მისი თქმით, აშშ მზადაა პროექტში ნატოს ყველა წევრს მიაღებინოს მონაწილეობა და უზრუნველყოს მათი დაცვა სარაკეტო საფრთხისაგან, რომელიც რასმუსენის თქმით, აშკარად იზრდება.
ამ საკითხებს 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ ნატოს არაფორმალურ მინისტერიალზედაც განიხილავენ.
ალიანსის ლიდერმა ტერორიზმის სფეროში რუსეთთან პრაქტიული თანამშრომლობის განვითარების იმედიც გამოთქვა. მან ნატოსა და ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემისთვის რუსეთის მიერთების შესაძლებობაზედაც ისაუბრა.