ჩრდილოეთ ოსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას მომხრეების ბინები გაჩხრიკეს. თავად ალა ჯიოევას შტაბში აცხადებენ, რომ მისი მომხრეების სახლების ჩხრეკის შედეგად კომპიუტერები და მობილური ტელეფონები წაიღეს.
ჯიოევას მომხრეები აცხადებენ, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს დადგენილება წარადგინეს, რომელშიც ნატქვამია, რომ ადამიანების სახლებში, ვისი ბინებიც გაიჩხრიკა "შესაძლოა იმყოფებოდეს მასალები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება".
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ თავისი ე.წ. ინაუგურაციის თარიღად მიმდინარე წლის 10 თებერვალი გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა" ვადიმ ბროვცევმა მას "როგორც კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს" უფლებამოსილება არ გადააბარა.