ე.წ. კავკასიის ემირატის "ამირი", საველე მეთაური დოკუ უმაროვი თავის მორიგ ვიდეომიმართვაში ბრძანებს შეჩერდეს იერიში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მათ უმაროვის განცხადებით, საპროტესტო აქციებში თავიანთი მონაწილეობით მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ისინი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას მხარს არ უჭერენ.
დოკუ უმაროვი ასევე აცხადებს, რომ ახლანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლით, მოქალაქეებმა თავად დაიცვეს საკუთარი თავი ბოებიკების იერიშებისაგან.
ასე რომ, აგრძელებს უმაროვი, "თუ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღნდეგ მიმართული იერიშები გაგრძელდება ეს იქნება პროვოკაცია რუსეთის მთავრობის მხრიდან".
საველე მეთაურმა დოკუ უმაროვმა თავის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს მოუწოდა წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების, არმიისა და სპეცსამსახურების ობიექტებს.