საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცხადებს წვევამდელთა განცხადებების მიღებას საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხად. ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისა და ზოგად უნარებში ტესტირების შედეგად შეირჩევიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი 18-დან 27 წლამდე წვევამდელები, რომელთა მინიმალური სიმაღლე 175 სმ შეადგენს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ერთწლიანი საკონტრაქტო სამსახური ჩაითვლება სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გვლად.
საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირებს წახალისების სახით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, ეძლევათ ერთჯერადი ორკვირიანი შვებულება, ხოლო სპორტსმენები და სტუდენტები მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და აკადემიურ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ისარგებლებენ დამატებითი მოკლევადიანი შვებულებით.
საკონტრაქტო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სეზონური უნიფორმით, თანამდებობრივი სარგოთი, სასურსათო კომპენსაციით, პერიოდული პრემირებებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევით.