"აფხაზმა მებაჟეებმა საქართველოდან შემოსული დაახლოებით 1,5 მილიონი რუბლის ღირებულების საქონელი გაანადგურეს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აშუბა აცხადებს, რომ ერთი წლი განმვალობაში ამოღებულია დაახლოებით 40 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული, რომლის საერთო ღირებულება 800 240 რუბლს შეადგენს. განადგურებულია 400 ათასი რუბლის ღირებულების ხილი. ლიკვიდაცია მოხდა ასევე 21 180 ბოთლი "ბორჯომისა" გაზირებული სასმელებისა და ქართული წარმოების ღვინისა.
"გალის რაიონში არსებული სიტუაცია რთულია, კონტრაბანდის ნაკადი საქართველოდან აფხაზეთში არ წყდება", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საიდ ტარკილი.