ბრიტანელმა მეცნიერებმა დიაბეტის განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორად უძილობა დაასახელეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ღამის ძილი, ეს რისკი 6-ჯერ იზრდება.
ღამით მელატონინის მაღალი დონე ამცირებს ინსულინის დონეს ჯანმრთელ ადამიანებში. ხშირად უძილობის დროს მელატონინის დონე საკმარისი არ არის, რაც ხელს უწყობს ინსულინრეზისტენტობის გამოჩენას და იზრდება მეორე ტიპის დიაბეტის წარმოქმნის რისკი.
გარდა ამისა, ქრონიკული უძილობა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გენ МТ2 მუტაციასთან, რომელიც იწვევს მელატონინის ჰორმონის სეკრეციას.