საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავლ დემონსტრანტებს მეტრო "თავოსუფლებასთან" პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს.
მოქალაქეების ცნობით, ცოტა ხნის ერთ-ერთი პროტესტანტის ბალაკლავა დალუქეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, სამართალდამცველებმა ერთი კაცი პირბადის, კიდევ ერთი პირი კი ჩაფხუტის ტარების გამო გააჩერეს და მისი მოხსნა მოსთხოვეს.
ამას მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.
აქციის მონაწილეთა თქმით, დემონსტრანტები პოლიციამ ქაშუეთთანაც გააჩერა და დააჯარიმა.
კადრი ვიდეოდან /"პუბლიკა"